მამი / mami - Video
PUBLISHED:  Feb 27, 2016
DESCRIPTION:
"მაღლა მიებარე უფალს სამეფოში..
თუმცა ჩემს გულშია მაინც შენი სული"

ვიცი წელიწადმა ბევრმა გაიარა
სევდა მოიტანა შენი მონატრებით..
ხშირად დაგიძახე ,გულში გინატრე და
თავსაც ვიმხნევებდი შენი მოგონებით.
იცი?! გავიზარდე დიდი გოგო ვარ და
გარეთ ვერ ვთამაშობ თამაშს ათასნაირს,
მამი გავიზარდე ახლა ქალი მქვია,
თუმცა არ დამთავრდა იცი..
თამაშები ..
მართლაც ისე ხდება როგორც მარიგებდი,
ბრძოლა წყარო არის მართლაც გადარჩენის..
ყველა ისე ფიქრობს როგორც ამბობდი და
უკვე აღარ მიკვირს მამი არაფერი.
ეხლა ცხოვრებაა დიდი გამოცანა!
თვითონ გვათამაშებს როლებს
გამეტებით..
მამი მეც ვთამაშობ, სხვა გზა აღარ დამრჩა..
მიწევს შევინიღბო თუმცა არა ნებით.
ვდილობ ავეფარო ნიღაბს გაღიმებულს
სხვა გზა აღარ დამრჩა მამი გეფიცები!
ხშირად წავიქეცი მაგრამ გამოწვდილ ხელს
მხოლოდ შენგან გვრძნობდი
და ვერ გეხებოდი..
მაღლა მიებარე უფალს სამეფოში !
თუმცა გარემოს აქვს მაინც შენი სუნი..
მაღლა მიებარე უფალს სამეფოში..
თუმცა ჩემს გულშია მაინც შენი სული....

ხატია კუტივაძე
26/02/16
Xatia kutivadze
follow us on Twitter      Contact      Privacy Policy      Terms of Service
Copyright © BANDMINE // All Right Reserved
Return to top