The Orchid - Aivani - Video
PUBLISHED:  May 05, 2013
DESCRIPTION:
http://www.aivani.ge

ჯგუფი THE ORCHID შეიქმნა 2011 წელს თბილისში, ომარ ტარიელაშვილის (რითმ გიტარა-ვოკალი) და ზაზა ბურჯანაძის (სოლო გიტარა) ინიციატივით. მათ მალე შეუერთდნენ გიორგი გერგეშელიძე (დრამერი) თორნიკე მარღიანი (ბას გიტარა) და ირაკლი ნადაშვილი (კლავიშიანი ინსტრუმენტი). სამწუხაროდ, ბენდმა ამ შემადგენლობით დიდხანს ვერ იარსება. ჯგუფი პირველმა თორნიკე მარღიანმა დატოვა. შემდეგ ზაზა ბურჯანაძემ. დარჩენილმა სამმა წევრმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. ორი-სამი თვის შემდეგ, ჯგუფს შეუერთდნენ ძმები გივი (ბას გიტარა) და სერგო (სოლო გიტარა) ჩიტაძეები. ჯგუფმა მუშაობა ამ შემადგენლობით განაგრძო და 2012 წელს ქუჩის მუსიკის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯგუფი დატოვეს ძმებმა ჩიტაძეებმა და ირაკლი ნადაშვილმა. ისინი ჩაანაცვლეს ნიკა გელიშვილმა (სოლო გიტარა) და ტატო ებანოიძემ (ბას გიტარა). დღეს ბენდი ამ შემადგენლობით მუშაობს: ვოკალი - ომარ ტარიელაშვილი დასარტყამები - გიორგი გერგეშელიძე სოლო გიტარა - ნიკა გელიშვილი ბას გიტარა - ტატო ებანოიძე 2013 წელს ჯგუფი გამოვიდა პროექტში "აივანი" სადაც შეასრულეს სიმღერა " I`m black man " ეს სიმღერა არის შავკანიან კაცზე,რომელსაც კუ-კლუქს კლანმა ყველაფერი წაართვა და ახლა ის ღმერთს თხოვს დახმარებას. ასევე ჯგუფი ამ შემადგენლობით წარსდგა მსმენელის წინაშე 2013 წელს 18მაისს ქუჩის მუსიკის ფეტივალზე, სადაც შეასრულა ოთხი სიმღერა: " SIDE BY SIDE " "SHE" " FREDI KRUGER " და " I`M BLACK MAN "
follow us on Twitter      Contact      Privacy Policy      Terms of Service
Copyright © BANDMINE // All Right Reserved
Return to top