folk band MTIELI " ase tu mtkiodi " ( ასე თუ მტკიოდი ) - Video
PUBLISHED:  Sep 14, 2015
DESCRIPTION:
jgupi mtieli " ase tu mtkiodi "
studia : " ბადრი ფილიშვილი "
მუსიკის და ტექსტის ავტორი : ონისე ოდიკაძე
************************************
ახლა განვიცადე მე ეს სიშორე და
ახლა გავახილე მე თურმე თვალები,
მწარე რეალობა თვალწინ,რომ დამიდგა
მხოლოდ ახლა მივხვდი,როგორ მენატრები.

ასე თუ მტკიოდი,რატომ არ ვიცოდი?
რატომ ვერ ვიგრძენი მე ეს სიმარტოვე?
განა ბევრს ვითხოვდი შორს,რომ მიდიოდი?
მხოლოდ სიახლოვეს,მაგრამ მიმატოვე.

ყველა წუთი მახსოვს ერთად ნატარები,
ყველა გაღიმება ახლაც მახსენდება,
სიმდიდრე ყოფილა თურმე ის წუთები,
გული უგუნური მხოლოდ ახლა ხვდება.

მე შენს სიყვარულში მარტოდ დარჩენილი,
მხოლოდ უფალია ახლა ჩემთან ახლოს,
სანთლის სიწმინდე და სითბო თუ მიშველის,
დაე მისი ცრემლიც ამ ხელებმა ათბოს.
follow us on Twitter      Contact      Privacy Policy      Terms of Service
Copyright © BANDMINE // All Right Reserved
Return to top